The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო აბზიანიძე

სოსო აბზიანიძე
სხვა სახელი:კობა აბზიანიძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1965
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1983 წელს.

1984-1986 წლებში ავღანეთში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, შემდეგ დაუსწრებლად დაამთავრა როსტოვის სამშენებლო ინსტიტუტი, ამავე დროს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა ჯილდო. მიიღო მონაწილეობა სომხეთში (სპიტაკში) მიწისძვრით დაზარალებულთა გამოსაყვანად. 1989 წლის 9 აპრილს კი ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად რუსთაველის პროსპექტზე იდგა, რის გამოც ტრავმირებული იწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში. სოსო (კობა) აბზიანიძე 1991 წლიდან პოლიციის ლეიტენანტის წოდებით სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველოში ოპერატიული ინსპექციის უფროსად. მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე 1986-1992 წლამდე იღებდა მონაწილეობას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში (შიდა ქართლის კონფლიქტში, ბოლნისში, აფხაზეთში). 1992 წლის 28 აგვისტოს იგი ავღანეთის სპეციალლურ ასეულთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთში. 3 ნოემბერს გმირულად დაიღუპა სოფელ შრომასთან. მთავრობის დადგენილებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები.-თბ.,1996.-გვ.37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: