შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მამისეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2000-2001წწ. გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N12131 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში; 2002-2004წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში გამომძიებელი; 2004-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამომძიებელი; 2005 წლის მაისიდან ნოემბრამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში გამომძიებელი; 2005-2007წწ. - შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; 2008-2009წწ. - ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, ამასთან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა შუახევის რაიონულ სასამართლოში; 2009-2013წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის ივლისიდან სექტემბრამდე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016 წლის აგვისტოდან დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2016-2021წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2024 წლის 10 ოქტომბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |