Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია ბურდული![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი ჟურნალისტის კვალიფიკაციით 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგი, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1986 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს. 1986 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1986-2009წწ. გერმანული და ფრანგული ენების კათედრა, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2009-2013წწ. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ბიზნეს ინჟინერინგის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი; 2009-2011წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, უცხოური ენების მიმართულება, მიწვეული ასოცირებული პროფესორის სტატუსით; 2013-2017წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, უცხოური ენების მიმართულება, მიწვეული ასოცირებული პროფესორის სტატუსი; მიუნხენის ლიტერატურული სახლი, გოეთეს ინსტიტუტი, მთარგმნელობით სამუშაო ჯგუფის წევრი; 2018-2020წწ. (DAAD)-გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ელჩი საქართველოში (არაოფიციალური სტატუსი); 2020 წელს სტუ, საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო აკადემიური საბჭოს წევრი; საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიანტი-DAAD დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტში, მიწვეული პროფესორის სტატუსით. 46 სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 47 საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე მოხსენებით. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (2008), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |