The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა კიკნაძე

შალვა კიკნაძე
Date of birth:22 November, 1913
Date of death:2006  (at 92 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საფაბრიკო-საქარხნო სკოლა ქვითხუროს სპეციალობით. 

1926 წელს, 13 წლისამ დაიწყო მუშაობა ჭიათურის მანგანუმის გარიმანის კონცესიის კანტორაში შიკრიკად; 1938 წელს, საინჟინრო განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო მოსკოვში, ა. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროში ავიაგამანადგურებელი "იაკების" წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგად; თვრამეტი წელი საავიაციო მრეწველობას ემსახურა. 1942 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაჰყავთ თბილისის საავიაციო ქარხანაში, სადაც მუშაობდა წარმოების უფროსად და მთავარ ინჟინრად; 1956 წლის 14 ივნისიდან 1965 წლის 6 ივნისამდე ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორია; 1965 წლიდან გადაჰყავთ საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოში მანქანათმშენებლობის სამმართველოს უფროსად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრად. პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის განვითარების კომისიას, მუშაობდა ვეტერანთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ ამავე საბჭოს პასუხისმგებელი მდივანია; არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი და საკავშირო უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატად; ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია მთავრობის უმაღლესი ჯილდოებით. აქედან ლენინის სამი ორდენით. ორი ორდენი მიღებული აქვს საკავშირო საავიაციო მრეწველობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და მოსკოვში პირველი რეაქტიული თვითმფრინავების პარადის მომზადებისათვის. მიღებული აქვს ორდენები და 18 სხვადასხვა მედალი. 

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.8

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

Share: