The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჯაგოდნიშვილი

ივანე ჯაგოდნიშვილი
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1971  (54 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1998 წელს.

1993 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1993-2005წწ. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი,  უფროსი სპეციალისტი, დეკანი მოადგილე სასწავლო დარგში; 2005-2016წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი: 2005-2012წწ. საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი; 2012-2016წწ. ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის უფროსი; 2013 წელს სრული პროფესორი; 2006-2009წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, სრული პროფესორი; 2009-2013წწ. საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2016 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 2016-2017წწ. ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის უფროსი, სრული პროფესორი; 2017 წლიდან ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: