შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; მოსკოვის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსიტუტის ასპირანტურა 1988 წელს. 1971-1977წწ. ილ. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი, პედაგოგი; 1971-1972წწ. ტანზანია, ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი, გეოლოგიის სამინისტრო, თარჯიმანი; 1977-1980წწ. ერაყი. ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი, მშენებლობის სამინისტრო, თარჯიმანი; 1981-1992წწ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსი, დირექტორი; 1983-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭო და მინისტრთა კაბინეტი, თარჯიმანი; 1983-1991წწ. და 1992-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ინგლისური ენის კათედრის გამგე; 1994-2000წწ. სახელმწიფოს მართვის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი, დირექტორი; 2001 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი, უცხო ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. 20-ზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |