The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გენძეხაძე

თენგიზ გენძეხაძე
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1928  (96 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1950 წელს.

1950 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში. მუშაობდა: ძრავის საამქროს ენერგეტიკული სამსახურის ოსტატად, ელექტროშემკეთებელი საამქროს განყოფილების უფროსად, თერმიული საამქროს უფროსის მოადგილედ; 1954-1960წწ. მთავარი მეტალურგის მოადგილეა, შემდეგ N2 საჩამომსხმელო საამქროს უფროსი; 1962-1967წწ. ქარხნის მთავარი მეტალურგია მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დარგში; 1967 წლიდან გადაყავთ ქარხნის დირექტორის მოადგილედ წარმოების დარგში; 1968 წლიდან დირექტორის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დარგში; 1971-1979წწ. ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 1982 წლიდან ტექნიკური დირექტორი; 1983 წლის 6 იანვრიდან 1987 წლის 19 იანვრამდე ქარნნის გენერალური დირექტორია; 1988 წლის თებერვლიდან მუშაობს სს "მეოლითის" მთავარი სამმართველოს დირექტორად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.11

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისთვის
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისთვის
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: