Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჭეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1967 წელს წარმოებისაგან მოუწყვეტლივ. 1954 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში შასის საამქროს ზეინკლად. 1967-1975წწ. მუშაობდა: ამკრებ-მექანიკური საამქროს უფროსის მოადგილედ, ექსპერიმენტული და შასის საამქროების ხელმძღვანელად. 1975-1979წწ. მთავარი კონსტრუქტორის განყოფილების დიზელის ძრავის ბიუროს უფროსია. 1979-1982წწ. მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1982-1985წწ. ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1985-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილე, მომდევნო ორი წელი ქუთაისის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1987 წელს არჩეული იქნა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1987 წლის 21 იანვრიდან 1991 წლის 1 მაისამდე– საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორია. არის მრავალი გამოგონების ავტორი და თანაავტორი. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.12
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |