Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი. სამხედრო სამსახური ქ. ვლადივოსტოკში გაიარა. თადარიგში დათხოვნილმა, კომკავშირული საგზურით ორი წელი ქ. კოსტრომის ახალმშენებლობებზე იმუშავა, შემდეგ ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა ტრანსპორტის განყოფილების ოსტატად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის აგვისტოს დასაწყისში, ქუთაისის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებს შეუერთდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |