The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ადამაშვილი

გიორგი ადამაშვილი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1960
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1992  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ტბისის სასაფლაო, თეთრიწყაროს რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტბისი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის №118 პროფსასწავლებელი.

მუშაობდა რუსთავის ცემენტის ქარხანაში ამწყობ ზეინკლად. 1980 წელს გაწვეული იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლენინგრადში, რომლის მოხდის შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ კიროვის სახელობის ქარხანაში ამწყობ ზეინკლად. 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო წყალმშენის  №118 მე-5 სამმართველოში. 1990 წელს სამუშაოდ გადავიდა სამშენებლო სარემონტო კანტორაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბერში გაწვეული იქნა სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხა 114-ე ბატალიონ "ავაზაში", საქართველოს შეირაღებული ძალების რიგითი. დაიღუპა 1992 წლის 16 დეკემბერს ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 -თბ.,1996.-გვ.40


გააზიარე: