The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო გაგნიძე

ბონდო გაგნიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1950
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 2005  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ირი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1956 წლიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" საინფორმაციო განყოფილების უფროსად. 1989 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში (პუბლიცისტიკის განხრით). 1990 წელს დააარსა ფირმა "თხის რქა" და საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ირში, სადაც ხელი მიჰყო მეცხოველეობას. არის ავტორი წიგნებისა: "იპოლიტე ხვიჩია", "შავლეგო", "ეძიე ვარსკვლავი შენი". მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაბეჭდა გიორგი მთაწმინდელის "ახალი აღთქმა" და პარალელურად დააარსა გაზეთი "რაეო". გაზეთი საქართველოს ყველა კუთხიდან ირჩევდა წლის საუკეთესო ადამიანებს და აჯილდოებდა მათ მკითხველთან ერთად. რედაქციაში ტარდებოდა საგვარეულო შეკრებები. იყო გამომცემლობა "რაეოს" და სრულიად საქართველოს გაზეთ "რაეოს" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.27-51

ბიბლიოგრაფია

  • შავლეგო : საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა (შემდგენელი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 223გვ.
  • იპოლიტე ხვიჩია : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1982. - 117გვ.

გააზიარე: