შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა უნგრეთის რესპუბლიკაში. მუშაობდა სოხუმის გეოლოგიის ცენტრში. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წლიდან იყო გაგრის "მხედრიონის" წევრი, შემდეგ გადავიდა სოხუმის "მხედრიონში". აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის აგვისტოში გაიწვიეს ომში, ირიცხებოდა "ბესლეთის სახალხო ლაშქარში". ამირან ავალიანი 1992 წლის 29 ოქტომბერს მდინარე გუმისთაზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის მსვლელობისას აფეთქდა ნაღმზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.43-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |