შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ავთანდილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი. 1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე. I კურსის დამთავრების შემდეგ, 1984 წლის ივნისში გაწვეული იქნა საბჭოთა არმიის რიგებში. მსახურობდა ვლადივოსტოკის ოლქში, 1986 წელს დემობილიზებული იქნა და სწავლა განაგრძო ზემოხსენებულ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს, მუშაობდა ქარელის წყალთა მეურნეობის სამმართველოში. 1992 წლის 27 აგვისტოს, როგორც რეზერვისტი, გაიწვიეს ეროვნული გვარდიის რიგებში. ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანის მეთაურს ოპერაციების ჩატარება უხდებოდა გაგრის რეგიონში სოფელ კოლხიდასთან. დაიღუპა 1992 წლის 22 სექტემბერს სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.44-45
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |