The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი
Date of birth:9 January, 1958  (67 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქვეყანათმცოდნეობის განყოფილება 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, ისტორიის ფაკულტეტი, არქეოლოგია, ძველიქვის ხანა 1984 წელს.

1986-1987წწ. არქეოლოგიის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილება, სტაჟირება; 2006 წელს ფონდი "ევრაზია", კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, კულტურული მემკვიდრეობის მართვის მენეჯერი; 2006 წელს ფონდი "ევრაზია" კულტურული მემკვიდრეობის აუდიტი; 1998 წელს "ალიანს ფრანსე", თბილისი ფრანგული ენის შესწავლის სერტიფიკატი, მე-3 დონე; 2003-2004წწ. BP (British Petrolium) Training in Environmental Awareness and Cultural Heritage Management. ტრენინგი, ბრიტიშ პეტროლიუმის გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; 1979-1981წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში არქეოლოგიის განყოფილებაში, მეცნიერ-თანამშრომლად; 1983- 2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 2000-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1988-1992წწ., 2003-2004წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992-2018წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი. უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმში ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელად; 1992-1994წწ. კომერციული უმაღლესი სასწავლებელ "გაენათის" ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი; 2003-2005წწ. ბრიტიშ პეტროლიუმის გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში საველე ოფიცერი; 2006-2018წწ. ბრიტიშ პეტროლიუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი; 2003, 2006, 2010 წლებში ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი, ბუნების ისტორიის მუზეუმის პარიზში მიწვეული პროფესორი; 2008-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2014 წლიდან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; 2022 წელს გაწევრიანდა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კორპუსში; 2022-2023წწ. აკრედიტაციის კომისიის წევრი, თესაუ, გორის სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2022 წლიდან ICOM -ის წევრი; 2019 წლიდან  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის წევრი; 2016-2021წწ. სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა "ონლაინ არქეოლოგიის" რედკოლეგიის წევრი; 2016 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური კომისიის წევრი; 2018-2021წწ. სამეცნიერო-პოპულარული, საგანმანათლებლო გამოცემა "არქეოსპექტრის" რედკოლეგიის წევრი; 2019. რეფერირებული სამეცნიერო ჟურნალის "სამხრეთ კავკასია - არქეოლოგიური კონტექსტი" – რედკოლეგიის წევრი; 2018 -2021წწ. საყმაწვილო-სახალისო სახელმძღვანელო "არქეოლენდის" რედკოლეგიის წევრი; 2018-2020წწ. სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის "არგვეთის ქვეყანა" მთავარი რედაქტორი; 1980-1984წწ. არის საქართველოს ნაკრების წევრი ალპინიზმში. მიღებული აქვს სპორტული მედლები ალპინიზმში (ყოფილი სსრკ ჩემპიონატი) : II ადგილი-1; III ადგილი-2 ;1979-1992წწ. სსრკ სამთო მაშველთა ჯგუფის წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, პროექტის, სიმპოზიუმის, კონგრესისა და კონფერენციის მონაწილე.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისია , წევრი (2019-)
  • ფაზისის აკადემია, წევრი (2022-)

Bibliography


Share: