Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უშანგი ამბარდანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1947 წელს ცეკვავდა რაჭა-ლეჩხუმის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლში (ქორეოგრაფები რომან ჭოხონელიძე და გოგი სელიპანაშვილი). 1948 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში რუბენ ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. ახალგაზრდა მოცეკვავე ორივე ანსამბლის რეპერტურით გათვალისწინებულ ყველა ცეკვაში მონაწილეობდა, მაგრამ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა სოლო ეპიზოდებით "აჭარულში", "აფხაზუში" და "მოხეურში". 1949 წელს მას ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში სათანადო სემინარის გავლის შემდეგ ქორეოგრაფის კვალიფიკაცია მიენიჭა და იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის პიონერთა სახლში. 1952 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში. სხვადასხვა დროს იყო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი ცეკავშირის კლუბში, დიმიტროვის სახ. საავიაციო ქარხნის კულტურის სახლსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მედიცინის მუშაკთა კლუბში. მრავალი ჯილდოს, სიგელის, დიპლომის, სამკერდე ნიშნისა და მადლობის მფლობელი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.23 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |