Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხათუნა ჩაფიჩაძე![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცით 2000 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 2002-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი ქართულ და ინგლისურენოვან ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე; 2011-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი საათობრივი ანაზღაურებით; 2012-2013წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სოციალური მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე (პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის ანთროპოლოგია) საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული მასწავლებელი; 2012-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2013-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა, საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული რუსულენოვანი ლექტორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან San Diego State University (SDSU), Department of Political Science, Adjunct Faculty Member; 2018 წლიდან არის ევროპული და ამერიკული სადაზვერვო კვლევების ჟურნალის (Journal of European and American Intelligence Studies) სარედაქციო კოლეგიის წევრი (საბერძნეთი, ათენი); 2017 წლიდან გახლავთ კვლევისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრალური ევროპის ინსტიტუტ CIRSA-ს (Central-European Institute of Research and Strategic Analysis CIRSA) ექსპერტი (პოლონეთი, ოსტროვიეც შვიეტოკშისკი) და 2012 წლიდან - სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის მკვლევარ-კოორდინატორი; 2015 წლიდან არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტ "აგჰ"-ს (AGH University of Science and Technology) ჰუმანიტარული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (Visiting Professor) (პოლონეთი, კრაკოვი); ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის "ვშბ" (VSB -Technical University of Ostrava) ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური შტატი (Academic Staff) INFINITY-ის ფარგლებში (ჩეხეთის რესპუბლიკა, ოსტრავა) (2015 წ.); არის 10-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2012). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |