The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ბეჟანიძე

თამაზ ბეჟანიძე
Date of birth:3 June, 1941
Date of death:24 March, 2012  (at 70 years)
Burial location:ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ბათუმი
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ქორეოგრაფიული განყოფილება 1974 წელს.

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ენვერ ხაბაძის ხელმძღვანელობით ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა კულტურისა და დასვენების პარკის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გაზაფხულში". ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მონაწილეობა მიიღო ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად და მოსკოვში მოწყობილ მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1958 წელს, ბეჟანიძე ჩაირიცხა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შემადგენლობაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში, და ანსამბლთან ერთად, საგასტროლოდ მოიარა საქართველოს, რსფსრ, უკრაინის ქალაქები და რაიონები. 1958-1965 წლებში კონცერტებით იმოგზაურეს ეგვიპტეში, სირიასა და სუდანში. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომაც ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა კონცერტებში, სახალხო დღესასწაულებში, ტელეკონცერტებში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში (ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა, 1969), სკკპ 24-ე ყრილობის საზეიმო კონცერტში (მოსკოვი, 1970) და სხვა კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებში. 1961 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა საოლქო სასახლისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქორეოგრაფიულ ანსამბლების მუშაობას. 1974-1990 წლებში იყო აჭარის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საზოგადოებასთან შეიქმნა ვეტერანთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მაჭახელა" და ახალგაზრდული ანსამბლი "ბათუმი". მუშაობდა აჭარის ასსრ მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების სამხატვრო ხელმძღვანელად ქორეოგრაფიის დარგში. იგი 32 წელი ხელმძღვანელობდა  ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა პარკის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გაზაფხულს". ეს მხატვრული კოლექტივები წარმატებით გამოდიოდნენ თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის მაყურებელთა წინაშე. 1978-1983 წლებში კონცერტებით მოიარეს საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, ჰოლანდია. წარმატებით განახორციელა ქორეოგრაფიული დადგმები მოსკოვის სახალხო ანსამბლ "კოლხიდაში", სკოლა-სტუდია "ივერიაში", სომხეთის სსრ ტ. ალთუნიანის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ი. ჭავჭავაძის სახ. ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და სხვა. 2009 წელს თბილისში გამართულმა კონცერტმა ახალი პროგრამით წარმატება მოიპოვა. ასევე თვალსაჩინო იყო დამასკოში (სირია, 2006-2007) ანსამბლის წარმატება. არის საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, მათ შორის ბურსაში (თურქეთი) დიდი საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ-კონკურსის უმაღლესი ჯილდოს - გრანპრის მფლობელი (2011).

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.31-32; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1990-)

Awards and Honors

  • 1981 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი

Share: