Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ჯანჯღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს. ჭადრაკის თამაში ისწავლა 9 წლის ასაკში. 15 წლის ასაკში მიენიჭა ოსტატის წოდება, ხოლო 16 წლის ასაკში გახდა საერთაშორისო ოსტატი, 19 წლის ასაკში – საერთაშორისო დიდოსტატი. რამდენჯერმე იყო საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის, შემდეგ – მამაკაცთა შორისაც. წარმატებით ითამაშა მრავალ საერთაშორისო ტურნირში. 1992 წელს მოიპოვა სტუდენტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1992 წლიდან ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას. იყო მრავალი ცნობილი მოჭადრაკის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული არაერთი ბავშვი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თუ პრიზიორი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. სხვადასხვა დროს იყო საქართველო ოლიმპიური ნაკრების წევრი და მთავარი მწვრთნელი. ლ. ჯანჯღავას სამი წიგნი საჭადრაკო დებიუტების თეორიაში გამოიცა ინგლისში 2000-2003 წლებში. წყარო: გეპატიჟებით ჭადრაკის სამყაროში / ლაშა ჯანჯღავა.-თბ.,2015.-გვ.4 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |