The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა ცეცხლაძე

კახა ცეცხლაძე
Date of birth:3 August, 1982  (42 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით 2005 წელს; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 2008 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2015 წელს.

2000-2003წწ. შუახევის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილე; 2006-2011წწ. შუახევის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს წევრი; 2008-2009წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზაფხულო სკოლის პროგრამა, ადგილობრივი თვითმმართელობის კაბინეტი, ხელმძღვანელი; 2012-2013წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის მრჩევლი; 2014 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველო, უფროსი; 2015-2016წწ. მუშაობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში: 2015-2016წწ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე; 2015 წელს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე; 2016 წელს ადმინისტრაცია, უფროსის მოადგილე; 2017-2018წწ. მერის მრჩეველი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტი, ასისტენტ პროფესორი; 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს რკინიგზაში, მგზავრთა გადაყვანის სამსახური დირექტორის კონსულტანტი, დირექტორის მოადგილე; 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2015), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: