The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ძნელაძე

მერაბ ძნელაძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგის, ისტორიკოსის, პედაგოგის კვალიფიკაციით 1976 წელს; საქართვლოს მეცნიერებთა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის ასპირანტურა 1998 წელს.

1975-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2002წწ. ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1998-2002წწ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2016).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: