Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. ჯერ რამდენიმე წელი მუშაობდა მშობლიურ სოფელში აგრონომად. 1935 წელს დაინიშნა სოფელ საჭამიასერის საშუალო სკოლის დირექტორად. 1940 წელს გადაყვანილ იქნა სოფელ დაბლაციხის საშუალო სკოლის დირექტორად. 1944-1965წწ. მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. ამ პერიოდში ჩოხატაურის რაიონში აშენდა უამრავი საშუალო სკოლა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულება, მათ შორის სოფლებისა: ხიდისთავის, ზოტის, ჩხაკაურას, ქვაბღის, იანეულის, სურების, ზომლეთის, ბუკნარის, ამაღლების, შუაგანახლების, ფარცხნის, გუთურის და სხვა. 1970 წლიდან რაიონების გაერთიანების შემდეგ, მუშაობდა გურიის განათლების განყოფილების მთავარ ინსპექტორად, შემდეგ კი ჩოხატაურის რაიონის საბავშვო სახლის დირექტორად. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ბავშვთა სახლისათვის დასასვენებელი სახლი კურორტ ბახმაროში. მის სახელთანაა დაკავშირებული ჩოხატაურის რაიონში სრულფასოვანი დაწყებითი და საშუალო სკოლების ახალი შენობების მშენებლობა და ტერიტორიების კეთილმოწყობა. იყო საზოგადოება "ცოდნის" საპატიო ლექტორი. სამჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი იგი ოცი და მეტი წლის მანძილზე იყო. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო და სიგელები. 1974 წლიდან იყო საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.128-130 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |