The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ-სინესიოსი (არქიმანდიტრი)

თეიმურაზ-სინესიოსი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ კალანდაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით სასულიერო აკადემია 1993 წელს.

სამი წლის შემდეგ იგი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოვიდა. თითქმის ოცდაათი წელი ცხოვრობდა შავთელის ქუჩაზე, ანჩისხატის ეკლესიის ეზოში. ათი წელი მუშაობდა ინჟინრად სხვადასხვა დაწესებულებებში. ბოლოს კი მუშაობდა დედაქალაქის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში ტექზედამხედველად. მან გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც მაშინ სულ ერთი წლის გახსნილი იყო. 1990 წელს აკადემიაში პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასულიერო აკადემიის კურსანტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით გაიგზავნა საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე, სადაც იქაურ სასულიერო აკადემიასთან არსებობდა ახალგაზრდული ბანაკი. იქაურმა სამყარომ მასში დიდი ინტერესი გამოიწვია. 1993 წელს ის პირადი ინიციატივით კვლავ გაემგზავრა კუნძულ კრეტაზე, სადაც ოთხი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ახალგაზრდულ ბანაკში. ამ დროში მან კარგად შეისწავლა ბერძნული ენა, რის შემდეგაც 1997 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებაში ბერძნული ენის თარჯიმნად. 1998 წელს საპატრიარქოდან მიავლინეს საბერძნეთში ბერძნული ენისა და კულტურის შესწავლის პროგრამით. შემდეგ მოხდა ისე, რომ გარდაიცვალა საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე. საბერძნეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოდან, რომელსაც თემურ კალანდაძე უწევდა თარჯიმნობას. ახალი მთავარეპისკოპოსის, ხრისტოდულოსის კურთხევის დროსაც ჩავიდა საქართველოს დელეგაცია საბერძნეთში. სწორედ ამ დროს მოხდა თემურ კალანდაძის უფრო ახლოს გაცნობა და დაახლოება საბერძნეთის სასულიერო პირებთან და მღვდელმთავრებთან. მალე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიათა შეთანხმებით მან გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ასპირანტურაში. საკანდიდატო ნაშრომად სწორედ ეს პერიოდი – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება აირჩია. 2002 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ხელდასმით ის უკვე სასულიერო პირია. ერთი წელი დიაკვნად იმსახურა საბერძნეთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, რომელიც ყველაზე დიდია საბერძნეთში. 2003 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მამა თეიმურაზი მღვდლად აკურთხადა და მღვდელმსახურად საბერძნეთში იგივე ტაძარში მიავლინა. შემდგომში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ჯერ იღუმენის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული არქიმანდრიტი მამა თეიმურაზი ჯვრით დააჯილდოვა, ხოლო 2010 წლიდან არქიმანდრიტის ხარისხი მიანიჭა. 2004 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავად ბრძანდებოდა საბერძნეთში. ადგილობრივმა მიტროპოლიტმა მამა თეიმურაზს შესთავაზა, თუ იქ ჩასვლას მოახერხებდა, ქართულად წირვის ჩატარების უფლებას მისცემდა. ამას მამა თეიმურაზი დიდი სიხარულით დაეთანხმა. 2005 წლიდან ყოველი თვის ბოლო კვირას ნავპლიოსში წირვა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საქართველოს საპატრიარქოდან საბერძნეთში წარგზავნილი მამა თეიმურაზ კალანდაძე 2003 წლიდან ცხოვრობს, სწავლობს და მოღვაწეობს ათენში. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი და ბერძენი ხალხის დაახლოებაში, ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებაში.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე.-თბ., ლეთა, 2017. -გვ.131-146


გააზიარე: