The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მაისურაძე

შოთა მაისურაძე
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:1998  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის, მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი.

სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა ამიერკავკასიის წითელდროშოვან სამხედრო ოლქში, სადაც როგორც თვითნასწავლი მუსიკოსი, უკრავდა ამავე ინსტიტუტის ჯაზ ორკესტრში. შემდგომ მუშაობდა თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში, სადაც პარალელურად კვლავ გიტარაზე უკრავდა ამავე ფაბრიკის ანსამბლში. 1978 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის 26 კომისრის რაიონის ერთერთ საბინაო-საექსპლუატაციო უბანში ინჟინრად, საიდანაც სულ მალე გადაჰყავთ იმავე რაისაბჭოს აღმასკომის კოოპერატიული ბინათმშენებლობის განყოფილების უფროს ინსპექტორად, შემდეგ კი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კოოპერატიული განყოფილების უფროს ინსპექტორად. 1995 წლიდან კერძო ბიზნესითაა დაკავებული. იყო მცირე საწარმო "არაგვის" დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, შემდეგ კი თბილისის საფეხბურთო კლუბ, "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორია. სწორედ მისი მოღვაწეობის დროს დაუბრუნდა თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე.-თბ., 2017. -გვ.147-153


გააზიარე: