შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკა მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ინსტიტუტი ენერგეტიკის განხრით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოზურგეთის რაიონის მაღალი ეწერის ჩაის ფაბრიკაში უფროსი ელექტრიკოსის თანამდებობაზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის არმიაში გაიწვიეს. იბრძოდა ყირიმში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, გერმანიაში. გამორჩეული საზრიანობისა და მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო ორი ორდენითა და მრავალი მედლით. ომის დამთავრების შემდეგ იგი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. 1947 წელს ის დაინიშნა ჩოხატაურის რაიონის ელექტროქსელების უფროსად. შემდგომ ის დაწინაურებულ იქნა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ელექტროქსელების უფროსად. სწორედ ამ წლებში მოხდა ამ რაიონების სოფლებისა და დასახლებული პუნქტების ძირითადი ნაწილის ელექტროფიცირება, რაშიც უდიდესი წვლილი მან შეიტანა. 1964 წლიდან ის მუშაობდა მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის სოფელ ნაგომარის ჩაის ფაბრიკაში ელექტროინჟინრის თანამდებობაზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის სოფელს დაუბრუნდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოფლის საჭირბოროტო საქმეებში. იყო სოფელ ზომლეთის კოლმეურნეობის პარტიული ორგანიზაციის მდივანი. წერდა ლექსებს. 2014 წლის ნოემბერში ალექსანდრე მგელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცალკე წიგნად გამოიცა მისი ლექსები და ნოველები. დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ.,2017. -გვ.171-205 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |