The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ამირეჯიბი

ირაკლი ამირეჯიბი
Date of birth:29 April, 1963
Date of death:17 November, 1992  (at 29 years)
Burial location:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ირაკლი ამირეჯიბი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სავალდებულო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. ასევე საგურამოში სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში, საიდანაც ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი. ირაკლი ამირეჯიბი ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. დაიღუპა სოფელ ტამიშთან 1992 წლის 17 ნოემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.51; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


Share: