The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმი სხირტლაძე

ჯიმი სხირტლაძე
Date of birth:13 July, 1936  (88 years)
Category:Geologist, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მრავალძალი, ონის რაიონი.

დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიურ ფაკულტეტი; მეორე კურსიდან გამოვიდა და სწავლა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში გააგრძელა.

1960 წელს ავარიის გამო ჯარიდან დემობილიზებული იქნა და მან სწავლა ისევ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. სწორედ აქ განვლო მან კაცობის დიდი სკოლა. სტუდენტობის პერიოდში იგი აირჩიეს ინსტიტუტის კომკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში, ჯერ კომკავშირის თბილისის კომიტეტში, ხოლო შემდეგ საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში გადაიყვანეს. 1968 წელს დანიშნეს თბილისის ორჯონიკიძის რაიონის შ.ს. განყოფილების ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსად. 1971 წელს იგი ახლადშექმნილი საგზაო მოძრაობის ზედამხედველობის პოლკის მეთაურად გვევლინება; სამი წლის შემდეგ კი ქ. თბილისის გარე სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1978 წელს თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის მილიციის უფროსად დანიშნეს, სადაც მან ამ თანამდებობაზე შვიდი წელი დაჰყო და ბევრი რამ გააკეთა ამ რთულ რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. 1990 წელს თბილისის სახელმწიფო ავტოინსპექციას ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი ოთხი წელი ქ. თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას დაუსწრებლად იურიდიული განათლებაც ჰქონდა მიღებული. სხვადასხვა დროს მას ეკავა შინაგანი ჯარის სარდლის მოადგილის, მილიციის უმაღლესი სკოლის (აკადემიის) უფროსის მოადგილის და ფიზიკური მომზადების კათედრის გამგის, ქ. ფოთის სამხედრო კომენდანტის, საქართველოს ავტოინსპექციის სამმართველოს უფროსის თანამდებობები. არჩეული იყო ჟენევის ანსამბლეის მიერ დანიშნული საგზაო მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციის რესპუბლიკური მისიის ხელმძღვანელად. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმ კონფლიქტებში, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.331-352

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: