The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენადი ქუმსიაშვილი

გენადი ქუმსიაშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1942
გარდაცვ. თარიღი:2011  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეღვინე ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1965 წელს.

ინსტიტუტში ჩაბარებამდე  მუშაობდა მუშად, ხოლო შემდეგ ლაბორანტად თელიანის ღვინის ქარხანაში; ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იგი მიავლინეს აკურის ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად; 1966 წლიდან იყო ოსტატ-მეღვინე; 1975-1977წწ. არის უფროსი ოსტატი; 1977-1987წწ. თელავის N2-ე ღვინის ქარხნის ოსტატი-მეღვინე, სადაც მან წარმატებით გამოიყენა მისი უმდიდრესი და აკურის ქარხანაში მიღებული გამოცდილება, რის შემდეგაც თელავის N2-ე ღვინის ქარხანა მოწინავეთა რიგებში ჩააყენა; 1987 წლიდან ჯერ ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ კი ქარხნის დირექტორად დანიშნეს; 1988 წელს გადაიყვანეს თელავის ღვინის ქარხნის დირექტორად, სადაც 1992 წლამდე იმუშავა; 1992-1995წწ. იგი დირექტორის მოადგილეა აკურის ღვინის ქარხანაში, 1995 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის აგროფირმა "წინანდლის" დირექტორის მოადგილე და მთავარი მეღვინეა; 2003 წლიდან  საქმიანობა მთლიანად "ღვინის კომპანია შუმთან" არის დაკავშირებული.  

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.395-403


გააზიარე: