The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კამო ჩიკაშუა

კამო ჩიკაშუა
Legal name:კონსტანტინე ჩიკაშუა
Date of birth:11 June, 1937  (87 years)
Category:Medical Doctor, Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობა დაიწყო თერჯოლის რაიონის სარემონტო-საამშენებლო კანტორაში მუშად, შემდეგ კი მომარაგების აგენტად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი სპეციალობით მუშაობდა ქ. გორის ცენტრალურ აფთიაქში, ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბის აფთიაქის გამგედ, თბილისის N22-ე აფთიაქის გამგედ. 1975 წლის ივნისიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს საკონტროლო სარევიზიო განყოფილების უფროსად. 1986 წლის დეკემბრიდან კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ცენტრალური N23-ე აფთიაქის გამგედ. შემდგომში პრივატიზაციის შემდეგ ზემოხსენებული აფთიაქი გარდაიქმნა შ.პ.ს "აფთიაქი N23"-ად და ბატონი კონსტანტინე (კამო) ამ აფთიაქის დირექტორი და მეპატრონეა. დაარსების დღიდან არჩეულია "საქართველოს პურისმჭამელთა და ეროვნული წეს-ჩვეულებების საზოგადოების" ვიცე-პრეზიდენტად. პირველი კატეგორიის პროვიზორ-ორგანიზატორი.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.412-415

Awards and Honors

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • ღირსების ორდენი

Share: