შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ქვაციხე, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1970 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტის საღამოს სწავლების ფაკულტეტი 1976 წელს. დიდხანს მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში. იყო თბილისის კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო განყოფილების ინსპექტორი, ამავე რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის ინჟინერ-ტექზედამხედველი, ტრესტის მმართველის მოადგილე, შემდგომში თბილისის 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის საწარმოო ტექნიკური განყოფილების გამგე, ტრესტის მმართველის მოადგილე. ქალაქში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ისნის (ყოფილი 26 კომისრის) და სამგორის (ყოფილი საქარხნო) რაიონების შეერთების შემდეგ მთავარ სპეციალისტად მუშაობდა ისან-სამგორის რაისაბჭოს აღმასკომში. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.445-451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |