The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი
Date of birth:19 October, 1987  (38 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Political Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 2009 წელს; 2011 წელს - მაასტრიხტის უნივერსიტეტი ევროპული კვლევების სპეციალობით - 2011 წელს; თბილისის ღია უნივერსიტეტი - 2013 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული კვლევების დოქტორის ხარისხით - 2019 წელს.

2011-2014წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, მრჩეველი, მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი; 2011-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი; 2014-2017წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის აშშ-ს და კანადის სამმართველოს მრჩეველი; 2016-2020წწ. - შავი ზღვის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2019-2022წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, ერასმუს+პროგრამა, ჟან მონეს პროექტის "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში", უფროსი მკვლევარი; 2019-2023წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, ერასმუს+პროგრამა, ჟან მონეს მოდულის "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი", აკადემიური კოორდინატორი; 2020 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; 2020 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მოწვეული პროფესორი. ევროპული კვლევების დოქტორი. აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი. მოპოვებული აქვს ევროკავშირის დელეგაციის სტიპენდია, 10-ზე მეტი გრანტი და ჯილდო. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

Bibliography


Share: