| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1946-1955წწ. ცეკვავდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1955-1957წწ. მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; მან მრავალი ცეკვა შეასრულა ანსამბლებში მუშაობის პერიოდში, ცეცხლოვანი "მთიულური", "ფარიკაობა", "ყაზბეგური", "აფხაზური", "კინტოური", "განდაგანა" და სხვა. 1957 წელს დაუბრუნდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, როგორც ქორეოგრაფი; მის მიერ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კოლექტივში დადგმული ცეკვებიდან გამოსარჩევია: "შეჯიბრი", "წყაროსთან", "მონადირეთა ცეკვა", "აფხაზური ახალგაზრდული" და სხვა. არის საქართველოს ახალგაზრდობის პირველი ფესტივალისა და მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო დათვალიერების ლაურეატი, დაჯილდოებულია მედლით. მიღებული აქვს მრავალი პირველხარისხოვანი სიგელი და დიპლომი. 1964 წლიდან იყო სოხუმის რკინიგზის კულტურის სახლის დირექტორი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.54
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

