The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ჩხაიძე

გოდერძი ჩხაიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:2002  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუნეწერი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება 1976 წელს.

ლანჩხუთის სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაიარა მაშინდელი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მუშაობა დაიწყო სპეციალობით ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კი სამუშაოდ გადავიდა თბილისის 26 კომისრის რაიონის საბინაო-სამმართველოს სარემონტო-საამშენებლო უბნის უფროსად. მოგვიანებით, როგორც ქალაქის მასშტაბით ყველაზე ჩამორჩენილი რაიონის სარემონტო-საამშენებლო საქმიანობის გასაუმჯობესებლად იგი სპეციალურად მიავლინეს თბილისის მთაწმინდის რაიონში იმავე თანამდებობაზე. 1982 წლიდან სათავეში ჩაუდგა საგარეჯოს რაიონის გომბორის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელ ვაშლიანში განთავსებულ მებაღეობის ამხანაგობას.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.452-457


გააზიარე: