შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენო ცინცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1953 წლის ნოემბერში იგი, საქართველს პროკურორის ბრძანებით დაინიშნა ბათუმის პროკურატურის სახალხო გამომძიებლად, საიდანაც 1955 წელს გადაიყვანეს უფროს გამომძიებლად. 1962 წლის 14 აგვისტოს დაინიშნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროს გამომძიებლად, საიდანაც შემდეგ აჭარის პროკურორის თანაშემწედ გადაიყვანეს, შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო განყოფილების უფროსად, საიდანაც 1975 წელს კვლავ უბრუნდება პროკურატურის სისტემას, საქართველოს პროკურატურის საგამომძიებლო განყოფილების პროკურორად. იგი ჯერ მახარაძის (ახ. ოზურგეთის) რაიონის პროკურორია, მერე აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო განყოფილების უფროსი, სადაც 1989 წლის ოქტომბრამდე იმუშავა. შემდეგ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება, სადაც მან 1992 წლის იანვრამდე დაჰყო. 1992 წლიდან იგზავნება აჭარის საბაჟოს სისტემაში – სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ოპერატიული სამგზავრო განყოფილების უფროსად; 1996 წლიდან კი საბაჟოს უფროსის მოადგილედ, სადაც იმუშავა 2004 წლამდე. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დროს მას მრავალჯერ ჰქონდა მიღებული მადლობები, სპეციალური ჯილდოები და სიგელები. 1991 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ცხინვალის რეგიონში. მინიჭებული აქვს ომის მონაწილის სტატუსი. ის ორჯერ იყო არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრად. მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის ჩინი, პროკურატურის – იუსტიციის უფროსი მრჩევლის, საბაჟოდან - სამსახურის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.458-460
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |