The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ ცინცაბაძე

ნესტორ ცინცაბაძე
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1969  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ზომლეთის სასაფლაო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

სამედიცინო განათლებას ეზიარა მაშინდელ იურიევის (ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტში.

მამის გარდაცვალების გამო, იგი იძულებული გახდა ვადაზე ადრე მიეტოვებინა სწავლა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის რაიონის სოფელ მარადიდში (ახლანდელი ხელვაჩაურის რაიონი) ფერშლის თანამდებობაზე. ის უბრუნდება მშობლიურ სოფელ ზომლეთს და ინიშნება ვან-ზომლეთის საფერშლო-საბებიო პუნქტის გამგედ. აქედან მას მალე აგზავნიან თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექიმთა გადამზადების კურსებზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს და ისევ ბრუნდება იმავე სამუშაო ადგილზე სოფელ ზომლეთში. ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იგი სოფლად ბრწყინვალედ ასრულებდა როგორც თერაპევტის, ასევე ქირურგის, პედიატრის და მეან-გინეკოლოგის მოვალეობას. მისი შრომა სათანადოდ იქნა დაფასებული, როგორც რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩოხატაურის რაიონის ჯანგანის ხელმძღვანელობებისაგან. მას მინიჭებული ჰქონდა უამრავი ორდენი და მედალი, აგრეთვე საპატიო სიგელები და მადლობები, ამასთანავე ჯანმრთელობის დარგის დამსახურებული მუშაკის წოდება. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.471-474


გააზიარე: