შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ცინცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1954 წელს; მან დაუსწრებლად დაამთავრა იმავე ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1967 წელს. მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის ოკამის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში უბნის აგრონომად, შემდეგ კი განყოფილების გამგედ. 1964 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ კასპის საკონსერვო ქარხნის დირექტორად. მან მოიპოვა უამრავი ჯილდო, წახალისება და მადლობები როგორც რაიონის, ისე რესპუბლიკის შესაბამისი, უწყებების ხელმძღვანელობის მხრიდან. იგი ჯერ მუშაობდა თბილისის ჩაის ფაბრიკაში წარმოების უფროსად; 1982 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტის" სისტემის თბილისში მშენებარე ღვინის ქარხანაში. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.475-477
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |