The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა წაქაძე

კობა წაქაძე
Date of birth:19 August, 1934  (90 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი; სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თხილამურებზე დგომა ბიძამ ასწავლა. პირველი დიდი წარმატება 40 და 60 მეტრიანი ტრამპლინებიდან ხტომაში სოფლის სპორტსმენთა საკავშირო პირველობაში მოიპოვა 1952 წელს. მას მოგვიანებით "მფრინავი ტორპედო" შეარქვეს 54 საერთაშორისო შეჯიბრი აქვს მოგებული. 1955 წლის 31 იანვარს ის პირველი საბჭოთა სპორტსმენი გახდა, ვინც ობერსტდორფში (გერმანია) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მას შემდეგ წაქაძე თითქმის 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი იყო. იასპარეზა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე (1956, 1960, 1964, 1972). თავად კარიერის საუკეთესო მიღწევად 1962 წლის წარმატებებს მიიჩნევს. იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე შედეგი აჩვენა, ბაკურიანში კი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ქართველი გულშემატკივრის წინაშე იშვიათად უწევდა გამოსვლა. სპორტული კარიერა 1972 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა. სპორტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ორჯერ ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად იმუშავა. სხვადასხვა დროს კობა წაქაძე არაერთი საერთაშორისო ტურნირის საპატიო სტუმარი იყო. ტრამპლინიდან მხტომელი.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.478-492

Awards and Honors

  • 1968 - სსრკ თასის მფლობელი (3 გზის მფლობელი, 1970, 1972)
  • 1953 - სსრკ ჩემპიონი (6 გზის ჩემპიონი, 1956, 1960, 1962, 1969, 1972)
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: