შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მთავარ ინჟინრად. 1977 წელს ინიშნება ქვემო ქართლის რეგიონის სატრანსპორტო გაერთიანების ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი გენერალურ დირექტორად. 1985 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ გარდაბნის რაიონის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების დირექტორად. მან რამდენიმე მეწილესთან ერთად შეიძინა ზემოხსენებული საწარმო და სიცოცხლის ბოლომდე იქ მუშაობდა. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.497-508
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |