შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბიჭია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელსლ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა 2006 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა 2010 წელს; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით (2004); მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (2009); 2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2006წწ. იყო იურიდიული მომსახურების ფირმა "სიმართლეს" ზუგდიდის ფილიალის ადვოკატი; 2006-2012წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2010-2011წწ. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2011-2013წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; 2013-2014წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2013-2014წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2014 წლის მაისიდან არის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში; 2017 წლის მაისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018-2019წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში. არის ერთი მონოგრაფიის და ჩვიდმეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. სამართლის დოქტორი (2010). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხანდაზმულობა სისხლის სამართალში", დაიცვა 2010 წელს. წყარო: ხანდაზმულობა სისხლის სამართალში: ეძღვნება დედას/ბიჭია შ. -თბ., 2010.-გვ.2; ზუგდიდის რაიონული სასამართლო: court.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |