The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად გაჩეჩილაძე

ზვიად გაჩეჩილაძე
Date of birth:29 December, 1981  (43 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა ​საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ელექტროენერგეტიკული სისტემების და ქსელების სპეციალობით 2003 წელს; ​საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურა სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის სპეციალობთ 2006 წელს; 2008-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი სპეციალობაში: სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტი.

2003-2004წწ. იყო ​საქართვეოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სამრეწველო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2005-2006წწ. ​სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სადისპეტჩერო დაგეგმვის დეპარტამენტის ქსელის მუშაობის რეჟიმების ინჟინერი; 2006-2008წწ. ​სს "ენერჯი ინვესტი"-ს აირტურბინული ელექტროსადგურის უფროსი ოპერატორი; 2009-2010წწ. ​სს "ენერჯი ინვესტი"-ს აირტურბინული ელექტროსადგურის ცვლის უფროსი; 2011-2013 ​შ.პ.ს. "ჯიფაუერი", საექსპლუატაციო ბრიგადის უფროსი; 2011-2017წწ. ​საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასისტენტ-პროფესორი; 2013​​ წელი "დელოიტ ქონსალთინგი": ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშემწყობი პროექტი (HIPP). თანამდებობა: გადაცემის სისტემის დაგეგმვის ინჟინერი – გადაცემის სისტემის ოპერატორის ხელშემწყობი ჯგუფის უფროსი; 2013-2014​წწ. "დელოიტ ქონსალთინგი": ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ჰიდროენერგეტიკაში ხელშემწყობისა და ენერგეტიკული დაგეგმვის პროექტი (HPEP), თანამდებობა: მრჩეველი ენერგეტიკული ბაზრების საკითხებში – ბაზრის ოპერატორის ხელშემწყობი ჯგუფის უფროსი; 2013-2022​წწ. საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AYPEG) ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი; 2014-2018წწ. ​საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. თანამდებობა: ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2017 წელს გაიარა სტაჟირება დანიის გადამცემი სისტემის ოპერატორში (Energinet), ქალაქ ფედერიციაში; 2017-2018წწ. ​გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017-2022წწ. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელთა საბჭოს წევრი; 2018-2021წწ. ​საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. იყო NARUC-ის ექსპერტი მოლდოვასა და ნიგერიაში; 2019 წელს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ლიდერების ვიზიტორთა პროგრამის (IVLP) კურსდამთავრებული გახდა. 2019-2021​წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. თანამდებობა: ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე; 2021-2022წწ. თავმჯდომარეობდა ERRA-ის ელექტროენერგეტიკული ბაზრების კომიტეტს; 2022​​ წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. თანამდებობა: ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2024-2025წწ. ​საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2022-2025წწ. ​სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში; 2025 წლიდან ​​მწვანე ენერგიის კორიდორის საპროექტო კომპანიის (Green Energy Corridor Company) დირექტორთა საბჭოს წევრი, ბუქარესტი, რუმინეთი. არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ძირითადი თემებია ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელირება, განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია და საბალანსო ბაზრის განვითარება. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო და საკონსულტაციო პროექტებში, მათ შორის USAID, Deloitte Consulting, UNDP და PMO Consulting-ის ინიციატივებში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მისი კვლევები და საქმიანობა მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2025-)

Share: