The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ რაზმაძე

რამაზ რაზმაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1959
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1993  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო, ვანის რაიონი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ყაზახეთში გაიარა. დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის საოფიცრო სკოლაში, სადაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1989 წელს შევიდა ქუთაისში ჩამოყალიბებულ გვარდიაში, შემდეგ გადავიდა სამხედრო პოლიციაში. 90-იან წლებში სამხედრო საქმეს ასწავლიდა ვანის ილია ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლაში. 1992-1993 წლებში მსახურობდა ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში კომენდანტის თანაშემწედ. იბრძოდა ცხინვალში და სოხუმში. დაიღუპა 1993 წლის 10 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზეგანში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.357-360

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: