The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე კოკოჩაშვილი

კონსტანტინე კოკოჩაშვილი
Date of birth:1893
Date of death:20 April, 1964  (at 71 years)
Burial location:საფიჩხიის საგვარეულო სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1912 წელს; ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1917 წელს. 

სწავლა-განათლების პირველი საფეხური გაიარა ოჯახსა და კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში. 1917 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა თბილისში; 1921 წლიდან გადმოდის ქუთაისში და მუშაობას იწყებს უბნის ექიმად. 1927 წელს ის ინიშნება ქუთაისის მთავარი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგედ. შემდეგ წლებში,  როგორც ექიმი, მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე, სადაც კი ამას საჭიროება და მისი პროფესიონალიზმი მოითხოვდა: სამალარიო საავადმყოფოში, ფიზიო-თერაპიულ დისპანსერში, პოლიკლინიკებში და ა. შ. წლების განმავლობაში დაგროვილმა უდიდესმა თეორიულმა და პრაქტიკულმა გამოცდილებამ ის ქალაქის წამყვან ინფექციონისტად აქცია. გამორჩეული იყო მუსიკალური ნიჭით. იყო ექიმთა საზოგადოების აქტიური წევრი, ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით სიმპოზიუმებზე, ექიმთა დახელოვნების კურსებზე, ასევე, სხვა ორგანიზაციების კოლექტივების წინაშე ლექციებით გადამდებ სნეულებათა პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ქალაქში გაიზარდა ექიმ-ინფექციონისტთა მთელი თაობა. ექიმ ზაქარია კოკოჩაშვილის შვილი.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.63-64

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

Share: