Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი სადილიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კინდღი, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის სექტემბრიდან ვალერი სადილიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონად. ის იყო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ოპერატორი, მოგვიანებით ვალერი სადილიანი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა, ასევე იყო ეკიპაჟ "მეხის" მეთაური. მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც უწარმოებია ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს. იყო საუკეთესო ტანკისტი. დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.366; mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |