Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ლეონიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის განყოფილება, ჟურნალისტიკის სპეციალობით 1957 წელს. 1957 წელს მუშაობა დაიწყო ახალ დაარსებულ ტელესტუდიაში რედაქტორად; შემდეგ პასუხისმგებელ რედაქტორად (ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგედ); 1966 წლიდან მუშაობდა თსუ ჟურნალისტიკის კათედრის მასწავლებლად; შემდეგ უფროს მასწავლებლად და დოცენტად; გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე სამეცნიერო შრომა და რამდენიმე მონოგრაფია. იყო მრავალი სატელევიზიო და რადიოგადაცემის ავტორი. 1967 წელს რამდენიმე კოლეგასთან ერთად დააარსა თსუ ხელოვნების მეორადი ფაკულტეტი, სადაც ხელმძღვანელობდა კინო-ტელე განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობით კათედრამ გამოსცა "ტელე– რადიოჟურნალისტიკის საკითხების" შვიდი ტომი. ითარგმნა და გამოიცა სახელმძღვანელო - "სატელევიზიო ჟურნალისტიკა". ასევე, მისი ძალისხმევით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის "ტელევიზიის მოამბე", ქართულ–რუსულ და ინგლისურ ენებზე. იყო ფილოლოგიის სამეცნიერო საბჭოს (კვალიფიკაციის მიმნიჭებელი) წევრი, მრავალი კინო და ტელეფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და წევრი. ჟურნალისტიკის დოქტორი (1975), პროფესორი (1977). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტელევიზია–ესთეტიკური აღზრდის საშუალება", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.69; "პირველად და პირველი" - ქართული ჟურნალისტიკის მოამაგეს, ნიკო ლეონიძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |