The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო მახათაძე

ნატო მახათაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხით 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრის დოქტურანტურა 2019 წელს.

2001-2003წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო სკოლა, მასწავლებელი; 2003-2012წწ. ტელეკომპანია "იმედი",  ჟურნალისტი, პროდიუსერი; 2013-2015წწ. "გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი", პიარ-სამსახურის მენეჯერი; 2015-2016წწ. ჯორჯ ვაშინგტონის ამერიკული სკოლა და კოლეჯი "ეტალონი, პიარ-სამსახურის მენეჯერი; 2020 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2020-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2021 წლიდან, ასისტენტ პროფესორი; 2022-2024წწ. სოციალურ მეცნერებათა აკადემიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2023 წელს რექტორის რეფერენტი; 2024 წლიდან საერთაშორისო სააკრედიტაციო ცენტრი, კოორდინატორი. 10 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2019), პროფესორი (2021).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: