The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ხეჩინაშვილი

ნიკოლოზ ხეჩინაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1967  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების აადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944 წლიდან, სამუშაოდ ქ. ქუთაისში დაუბრუნდა. 1943-1952წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის N1 სამშობიარო სახლის ექიმ-ორდინატორად. 1952 წლიდან ამავე სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის თანამდებობაზეა; 1955 წლიდან ქუთაისის ქალაქის N2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი და ქალაქის მთავარი მეან-გინეკოლოგია. დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე - "პლაცენტის სისხლის მიმოქცევა" 1956 წელს. 1950 წლიდან იგი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდამდე ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ანატომია-ფიზილოგიის კათედრის ასისტენტი და შემდგომ ამავე კათედრის დოცენტიც იყო. შრომითი მიღწევებისათვის 1966 წელს დაჯილდოვდა სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო სიგელით. მეან-გინეკოლოგი.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.100-101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: