Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ ქემოკლიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით 2007 წელს; 2006 წელს - ოსლოს უნივერსიტეტი, აკადემიური კურსი – "ენერგეტიკის დაგეგმვა და მდგრადი განვითარება" (ნორვეგიის მთავრობის სრული სტიპენდია, ოსლო, ნორვეგია); 2011 წელს - ჟან-მონეს სახელობის შემოქმედების ცენტრი, მონტესკიეს ინსტიტუტი&ლეიდენის უნივერსიტეტი (ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო) აკადემიური მასტერკლასი - "ევროპა პრაქტიკაში" (ევროკომისიის სრული სტიპენდია); 2011 წელს - ლეიდენის უნივერსიტეტი (ლეიდენი, ნიდერლანდების სამეფო) მაგისტრის ხარისხი, ევროპათმცოდნეობა (ევროკომისიის სრული სტიპენდია). 2005 წელს - საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სტაჟიორი; 2005-2006წწ. - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის რეგიონალური გარემოს დაცვითი ცენტრი" (REC Caucasus), პროგრამის ასისტენტი; 2006-2007წწ. - სამშენებლო კომპანია "შპს კომფორტ კონსტრაქშენი", ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) მშენებლობის პროექტი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) მენეჯერი; 2008 წელს - არასამთავრობო ორგანიზაცია "EarthCorps" (აშშ-ს მთავრობის სრული სტიპენდია) სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ, მართვის კორპუსის თანამშრომელი / სტაჟიორი; 2009-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "შპს კომფორტ კონსტრაქშენი", პროექტის მენეჯერი; 2010 წელს - "უფასო ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსების" პროექტი, თბილისის მერია, ინგლისური ენის ტრენერი; 2010 წელს - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), UNDP-ისა და ევროკავშირის პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორი; 2011-2012წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსი; 2012-2013წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013-2015წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველო, ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2015 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2015-2016წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2016-2018წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2016-2018წწ. - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" შეხვედრებზე; 2012-2018წწ. - სპეციალური წარმომადგენელი "ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე" / ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე (IPRM, ერგნეთი/გალი); 2015 წლიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; 2018-2019წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2019-2021წწ. - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი; 2021 წელს - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; გახარია საქართველოსთვის: forgeo.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |