Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კაკო არაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაწყებითი განათლება ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. 1911 წელს შევიდა ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში და დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტის სრული კურსი, ფარმაციის სპეციალობით. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ის ერთხანს მოწაფედ მუშაობდა პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის აფთიაქში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ი. არაზაშვილი დაბრუნდა ქუთაისში და აქედან დაიწყო მისი ხანგრძლივი და დაუღალავი შრომითი მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა აფხაზეთის, სამეგრელოს, კახეთის, თბილისის, ვანის და ტყიბულის აფთიაქებში. 1929 წლიდან ქუთაისის 1-ელ, მე-5 და მე-7 აფთიაქებში მუშაობდა. მან გაიარა ყველა ეტაპი ფარმაცევტის თანაშემწიდან აფთიაქის გამგემდე. 1938 წელს, უკვე როგორც გამოცდილი სპეციალისტი, ის ოჯახთან ერთად სამუშაოდ კვლავ რაიონში, კასპში მიავლინეს სააფთიაქო საქმის გასამართავად. აქ მან დააარსა პირველი რაიონული აფთიაქი, რომლის პირველი გამგეც თვითონ იყო. 11 წელი იმუშავა კასპში. აღსანიშნავია, რომ ის თვითონაც ამზადებდა წამლებს, ძირითადად მცენარეული მასალით და ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში. 1949 წელს მისი ოჯახი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ქუთაისს. მან წლების მანძილზე მუშაობა გააგრძელა ქალაქის მე-2 და მე-3 აფთიაქებში. საერთო ჯამში იაკობ არაზაშვილი 45 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. მიღებული ჰქონდა არაერთი მადლობა და ჯილდო. სოსო არაზაშვილისა და დავით აზარაშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.113-117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |