The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაკო არაზაშვილი

კაკო არაზაშვილი
ოფიციალური სახელი:იაკობ არაზაშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1886
გარდაცვ. თარიღი:1964  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის საგვარეულო სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაწყებითი განათლება ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. 1911 წელს შევიდა ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში და დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტის სრული კურსი, ფარმაციის სპეციალობით.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ის ერთხანს მოწაფედ მუშაობდა პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის აფთიაქში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ი. არაზაშვილი დაბრუნდა ქუთაისში და აქედან დაიწყო მისი ხანგრძლივი და დაუღალავი შრომითი მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა აფხაზეთის, სამეგრელოს, კახეთის, თბილისის, ვანის და ტყიბულის აფთიაქებში. 1929 წლიდან ქუთაისის 1-ელ, მე-5 და მე-7 აფთიაქებში მუშაობდა. მან გაიარა ყველა ეტაპი ფარმაცევტის თანაშემწიდან აფთიაქის გამგემდე. 1938 წელს, უკვე როგორც გამოცდილი სპეციალისტი, ის ოჯახთან ერთად სამუშაოდ კვლავ რაიონში, კასპში მიავლინეს სააფთიაქო საქმის გასამართავად. აქ მან დააარსა პირველი რაიონული აფთიაქი, რომლის პირველი გამგეც თვითონ იყო. 11 წელი იმუშავა კასპში. აღსანიშნავია, რომ ის თვითონაც ამზადებდა წამლებს, ძირითადად მცენარეული მასალით და ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში. 1949 წელს მისი ოჯახი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ქუთაისს. მან წლების მანძილზე მუშაობა გააგრძელა ქალაქის მე-2 და მე-3 აფთიაქებში. საერთო ჯამში იაკობ არაზაშვილი 45 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. მიღებული ჰქონდა არაერთი მადლობა და ჯილდო. სოსო არაზაშვილის და დავით აზარაშვილის მამა.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.113-117


გააზიარე: