შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; მაგისტრატურა 2000 წელს. 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობაში; საბავშვო საყმაწვილო პროგრამების შემოქმედებით გაერთიანებაში (პროგრამები: "საყმაწვილო ქრონიკები" და "თვალსაწიერი"); 1995 წელს სტუდია "მაესტროში", სადაც ამზადებდა საავტორო გადაცემას "გადაცემა"; 1997 წლიდან მოღვაწეობდა შემოქმედებით გაერთიანება "ალიონში", როგორც კორესპონდენტი და პროგრამის წამყვანი; გადაცემა "პროფილის" წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ "ნიჭიერის" პირველი სეზონის ჟიურის წევრი, საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "დროების" კორესპონდენტი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.79 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |