The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ბეთანელი

სტეფანე ბეთანელი
Date of birth:1878
Date of death:1920  (at 42 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში.

იგი რამდენიმე წელი მუშაობდა პეტერბურგში თერაპევტად, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, საცხოვრებლად დამკვიდრდა ქუთაისში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თავისი პროფესიით (ერთხანს იგი, როგორც თეთრი გვარდიის თადარიგის ოფიცერი, პირველ მსოფლიო ომშიც გაუწვევიათ ექიმად). ის ქუთაისში ფილტვებით დაავადებულებს მკურნალობდა ძირითადად. მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოჰყავდათ მასთან სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების პაციენტები. სტეფანემ თავის უმცროს ძმასთან მიხეილთან დააფუძნა პატარა კერძო კლინიკა და წარმატებული პრაქტიკაც ჰქონიათ. ძმები კარგი შემოსავლის წყალობით დიდ ქველმოქმედებასაც ეწეოდნენ: გარდა უფასო მკურნალობისა, ფინანსურადაც ეხმარებოდნენ ღარიბებს (განურჩევლად აღმსარებლობისა და ეროვნებისა), შესაწირავი შეჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიაში. მიხეილ ბეთანელის და ელენე ბეთანელის ძმა.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ. 140


Share: